უჩივლე. (ნოდ)

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

ძირს კომკავშირული თვითმმართველობა!

Praporshchik's Blog

View original post 5 more words

%(count)s კომენტარი

Filed under სხვადასხვა

პარეტოს პრინციპი

დედამიწაზე არსებული ლუდის 80%-ს ადამიანების 20% მოიხმარს!

ჩემი მაღლივური მოღვაწეობის არც ისე დიდი ხნის განმავლობაში, ეკონომიკასა და ბიზნესში წარმოთქმულ, თუ წაკითხულ არც ერთ აბზაცს არ დავუინტერესბივარ და დღემდე მიკვირს საერთოდ რატომ ჩავაბარე ამ განხრით. ზემოთ ნახსენებ ფრაზას ქალაქში ფრენისას შემთხვევით მოვკარი ყური, ვიღაც პიროვნება A გამოცდილებას უზიარებდა პიროვნება B-ს და მე როგორც, ფრინველ C-ს ინტერესი აღმეძრა და სწორედ ასე, შემთხვევით გადავაწყდი ისევ ეკონომიკურ ცნობებს.
ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დარწმუნებულია, იგივე ინფორმაცია უნივერსიტეტში რომ მიმეღო და/ან ამ წინადადებაში ლუდი არ ყოფილიყო ნახსენები ეს ფაქტიც ჩემთვის ასე ნაცნობი ორი ყურის პრინციპს შეეწირებოდა.
ასეა თუ ისე, ინფორმაცია მოძიებულია და ვთვლი რომ ისეთი მოსაწყენი (შეკამათება არც გაბედოთ!)  დარგისთვის, როგორიც ეკონომიკაა ზედმეტად საინტერესოც კია. Continue reading

10 Comments

Filed under ეკონომიკა

8 რამ, რაც ჩემ შესახებ არ იცი.

ცოტა ხნის წინ, ბლოგ-სფერო მორიგმა თეგ-თამაშმა მოიცვა. შემოთავაზება მეც მომივიდა ანნასგან და მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც ვეხმაურები მოწვევას.

თან ციფრი 8 ძალიან მიყვარს და მისი არსებობა სათაურში, მისტიურ მოვლენად აღვიქვი. თავისთავად აგურებიც ხომ არ ცვივა და…

მაშ, ასე, ვიწყებ:

1.  მე თანხმოვნები არ მირევია და ვმთავრდები იმით რითიც იწყება ხოლმე: , ბ, გ, დ… a, b, c, d… а, б, в, г… აი, ასე, გამოდის რომ სინამდვილეში ია ვარ და არა ბაო.

2. პოსტებში დაწერილი ფაქტების 50% ტყუილია. ამიტომაც ვწერ(დი) ფსევდონიმით. ჩემი აზრით, გამოგონილ პერსონაჟს – გამოგონილი ისტორიები ეპატიება. მაგალითად, აქ დავწერე, რომ მანქანის ტარება მიყვარს მაღალ სიჩქარეზე, სინამდვილეში კი საჭესთან არასოდეს ვმჯდარვარ. შემდეგისთვის იცოდეთ, თუ რამე საეჭვოდ მოგეჩვენათ, სავალდებულო არაა დაიჯეროთ. (იმედია იმაში არ შეგეპარებათ ეჭვი, ფრენა რომ ვიცი… ) Continue reading

26 Comments

Filed under ბაოს ამბები

Protected: ერთი ჩვეულებრივი დღე 20/04/11

This content is password protected. To view it please enter your password below:

Enter your password to view comments.

Filed under ბაოს ამბები

V. The End

I. ნაწილი
II. ნაწილი
III. ნაწილი
IV. ნაწილი

* * *
ჰოლივუდში გადაღებულ, თინეიჯერულ ფილმებში, არც თუ ისე იშვიათად გვაჩვენებენ როგორ ირგებს სამეგობროში ჩაგრული და ყველას მიერ უიღბლოდ აღიარებული პერსონაჟი, პრინცის/პრინცესის ამპლუას და როგორ ისადგურებს საყოველთაო სიკეთე, ბევრი უბედურების შემდეგ. კონკიასეულ დასასრულამდე, ყველას უხდება ჭირისა და ვარამის საკუთარ ტყავზე გადატანა. მართალია ქართულ სკოლებში loser-ები ისევე თვალსაჩინოდ არ არიან გარიყულნი, როგორც დასავლურ ფილმებში, მაგრამ დამცინავი შეძახილები არც აქ არის იშვიათობა. განსაკუთრებით კი ამურის ისრით დაჭრილებს ხვდებათ ხოლმე, დაწყებითი კლასებიდანვე, გეცნობათ ალბათ: ”სანდროს უყვარს თეოო… ნახე როგორ გაწითლდაა… ჰეჰეჰეე…” [იხ. აგრეთვე როგორ უყვარს: ლაშას – ქეთი; მარის – გიორგი; ლიზის – მიშა.]

თუ დაცინვის ობიექტი (საცდელი ბაჭია) ამ უწყინარი ხუმრობის შემდეგ იგრუზება და/ან შეტევაზე გადმოდის, მაშინ ირონიული კომენტრაების რაოდენობა საგრძნობლად იმატებს და ბრბოც სანატრელ სანახაობას (ვ)ღებულობ(თ)ს. Continue reading

20 Comments

Filed under საკითხავი

გვეშველება რამე?

სანამ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში გამოაცხადებს რომ, ფეჩისგან გაჩნდა ხანძარი…

სანამ ახალგაზრდა დედა, ბავშვისთვის მიწოდებული ჩუპა-ჩუფსის შეფუთვას ძირს დააგდებს…

სანამ მართვის მოწმობას ვყიდულობთ…

სანამ ლექტორის სიზარმაცის გამო ლექცია ცდება…

სანამ წითელზე გადავრბივართ…

სანამ დამსახურებულ ორიანს გინებით ვხვდებით…

სანამ სამსახურს ბიძიების საშუალებით ვშოულობთ…

სანამ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში პორნოს ვუყურებთ, მარცხენა ხელით ჯიბეში…

Continue reading

21 Comments

Filed under სხვადასხვა